31 იანვარს კოლეჯ ფანასკერტელს ეწვია ჩვენი პარტნიორი კომპანია „გეფა“-ს HR განყოფილების წარმომადგენლები

News
10 February 2025

 

31 იანვარს კოლეჯ ფანასკერტელს ეწვია ჩვენი პარტნიორი კომპანია „გეფა“-ს HR განყოფილების წარმომადგენლები. 

 შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია „გეფა“-ს კარიერული შესაძლებლობების, დასაქმების პროცესისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ. 

 კომპანიის HR გუნდის წევრებმა ისაუბრეს „გეფა“-ს მისიის, ღირებულებებისა და თანამშრომლების მხარდაჭერის სისტემებზე, რაც განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმატიული აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის. 

 კოლეჯი ფანასკერტელი 2018 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს „გეფა“-სთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში მუდმივად უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში, საქართველოს მასშტაბით. 

ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს შევთავაზოთ კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები და რეალური სამუშაო გამოცდილება.