ჩვენი კოლეჯი ViP-NEXT Community Meetup-ზე!

News
17 April 2025
📣 ჩვენი კოლეჯი ViP-NEXT Community Meetup-ზე!
კოლეჯი ფანასკერტელი იყო აქტიური მონაწილე ViP-NEXT Community Meetup-ის, რომელიც ეძღვნებოდა თემას:
🎯 „ჭკვიანი საკლასო ოთახები და უფრო ჭკვიანი სწავლება: ციფრული ინიციატივები განათლებაში“.
ღონისძიებაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია დავნერგოთ ციფრული ინოვაციები განათლებაში და როგორ გავაძლიეროთ სტუდენტების ციფრული უნარ-ჩვევები.
შეხვედრას უძღვებოდნენ სპიკერები:
✨ მიხაილ პაპაზოღლუ (Cedefop)
✨ ემილი კრისტე (MIMBUS)
✨ მარიოს პარასკევოპულოსი (Novel Group)
🔍 მათი ინოვაციური ხედვა და გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ უნდა ვუპასუხოთ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს.
კოლეჯი ფანასკერტელი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ ეს იდეები ინტეგრირდეს სასწავლო პროცესში — მომავლისთვის მზა და ციფრულად კომპეტენტური პროფესიონალების ჩამოსაყალიბებლად.
🤝 მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს ამ გამორჩეული გამოცდილებისთვის!