
ემოციური ინტელექტის ტრენინგი კოლეჯ ფანასკერტელში!
კოლეჯ ფანასკერტელის თელავის ფილიალში Action Against Hunger-ის მეთოდოლოგიური მხარდაჭერით გაიმართა SHUTTLE პროგრამის ფარგლებში ტრენინგი "ემოციური ინტელექტი".

ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტებში რბილი უნარების განვითარება, რაც მნიშვნელოვანია მათი დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის.

SHUTTLE არის ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელიც ემსახურება კომუნიკაციის, გუნდურობის, დროის მენეჯმენტისა და ემოციური ინტელექტის გაძლიერებას.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული ძალადობის დაძლევისა და გენდერული თანასწორობისათვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების პერსონალურ და პროფესიულ განვითარებას და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას თანამედროვე შრომის ბაზარზე!