სიახლეები

კოლეჯი ფანასკერტელი: მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა თელავში.

სიახლე
3 თებერვალი 2025

1-2 თებერვალ კოლეჯ ფანასკერტელში პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს:

1️⃣პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი სტანდარტი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

2️⃣მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.

3️⃣პროფესიული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი.

გარდა ამისა,შედგა სამუშაო შეხვედრები პროგრამის განმოხორციელებლებსა და პროგრამების ხელმძღვანელებს შორის, ასევე მასწავლებლებს წარედგინა კოლეჯის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

 

კოლეჯი ფანასკერტელი მუდმივად აფასებს და იყენებს მასწავლებლების უკუკავშირს, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.