სიახლეები

კოლეჯის მისია, ხედვა, ღირებულებები

გვერდები
11 მაისი 2024

მისია

ჩვენი, როგორც მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას; შრომის ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ მოამზადოს კვალიფიციური, თანამედროვე უნარებით აღჭურვილი დარგის პროფესიონალები დედაქალაქსა და კახეთში როგორც რეგიონული განვითარების მყარი საყრდენი.

ვხელმძღვანელობთ რა თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო სივრცის პრინციპებით, ვზრუნავთ: განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის, პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე; მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების ხელშეწყობასა და დასაქმებაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

კოლეჯის მისია ზუსტად პასუხობს მის განაცხადს მოდი, ისწავლე, დასაქმდი!"

 

 ხედვა

  •  უზრუნველყოთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება დედაქალაქსა და რეგიონში
  • ვიყოთ სანდო და მდგრადი პარტნიორი, რომელიც დროულად პასუხობს შრომის ბაზრის ცვლილებებს
  •  ვიყოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებილება, რომელიც იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს და თანამედროვე სწავლების მეთოდებს
  •  უზრუნველყოთ სოციალური სამართლიანობისა და თვითრეალიზაციის სივრცე ყველასთვის
  •  კურსდამთავრებულებს მივცეთ ევროპულ განათლებასთან არამხოლოდ თავსებადი ფორმალური განათლების, არამედ მობილობის შესაძლებლობა
  •  წარმოვადგენდეთ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პლატფორმას ზრდასრულთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდისათვის

 

ჩვენი ღირებულებებია - პატრიოტიზმი, სამართლიანობა, თანასწორობა, ხარისხი, სოციალური პასუხისმგებლობა, გუნდურობა, გამჭვირვალობა, ინოვაციებისკენ სწრაფვა და მუდმივი ზრუნვა  თვითგანვითარებაზე.