სიახლეები

წინასწარი რეგისტრაციის პირობები

გვერდები
15 თებერვალი 2026

 

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განათლება, სასურველი პროგრამა, ელ.ფოსტა)  მუშავდება შპს ,,საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის”-ს ს/კ: 202066405 info@fanaskerteli.edu.ge,) მიერ, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და პოტენციურ პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პოტენციური პროფესიული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზისა და ტენდენციების განსაზღვრის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE) რეგისტრაციის პროცესში პოტენციური აპლიკანტის მხარდაჭერის მიზნებისათვის, თქვენი განცხადების განსახილველად და  კოლეჯის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.

განაცხადის ფორმის შევსება ნებაყოფლობითია. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამ ფორმის შევსების გარეშეც დარეგისტრირდეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE). კოლეჯის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად და თქვენთვის მომსახურების გასაწევად, კოლეჯში ჩარიცხვამდე პერიოდში, განაცხადში მითითებულ ნომერზე/ელ.ფოსტაზე კოლეჯი დაგიკავშირდებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნის/ ელექტრონული წერილის გამოგზავნის ან/და სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, ჩარიცხვის პროცესის ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის.

თქვენ უფლება გაქვთ, მეორადი ჩარიცხვების გასავლელად/საშემოდგომო/საგაზაფხულო ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით გაცემული თანხმობა ნებიმიერ დროს გამოითხოვოთ კოლეჯისათვის ზეპირი ან წერილობითი(მათ შორის ელექტრონული) ფორმით მიმართვის გზით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

ელ.ფოსტა: info@fanaskerteli.edu.ge

ტელეფონის ნომერი: 568402020.

თქვენს მიერ განაცხადის ფორმაში მითითებული მონაცემები კოლეჯში ჩარიცხვის  შემთხვევაში  ინახება კოლეჯისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით.

კოლეჯში ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, განაცხადის ფორმის შენახვის გზით თქვენი მონაცემები აღარ მუშავდება.

კოლეჯში ჩარიცხვის  შემთხვევაში  თქვენი მონაცემების დამუშავების მიზნების, საშუალებების, სამართლებრივი საფუძვლებისა და თქვენი უფლებების შესახებ დეტალურად იხ. კოლეჯის კონფიდენციალურობის პოლიტიკა: [-ბმული-].[O1] 

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები გარანტირებულია  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით.   თქვენ  ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კოლეჯის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და  დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით:

შპს ,, მონაცემთა დაცვის გუნდი“, info@dpt.ge