საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი ევროპის პროფესიული სწავლების ასოციაციის (EVTA) წევრი გახდა!
EVTA-ს წევრობა ნიშნავს შეუერთდე საერთაშორისო საზოგადოებას, რომლის მიზანია პროფესიული განათლების სრულყოფილების ხელშეწყობა და შესაძლებლობების გაძლიერება.
EVTA 1998 წლიდან წარმოადგენს წამყვან ევროპულ ქსელს პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში და დღეს უკვე გლობალურ პლატფორმად არის ქცეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს პროფესიული განათლების განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს.
ასოციაციის მთავარი ამოცანაა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით პროფესიული განათლების სფეროში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
EVTA-ს წევრობა კოლეჯ ფანასკერტელს შესაძლებლობას აძლევს გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა, დანერგოს თანამედროვე სტანდარტები და ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.
#კოლეჯიფანასკერტელი #EVTA #პროფესიულიგანათლება #საერთაშორისოპარტნიორობა