მიმდინარე წლის 21-24 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კოლეჯ ფანასკერტელის წარმომადგენლები: დირექტორი - შორენა ხაჭაპურიძე და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - მარიამ კორძახია. ვიზიტი ჩვენი პარტნიორის EVTA (ევროპული პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ასოციაცია) მიერ იყო ორგანიზებული.

ვიზიტის მთავარი საგანმანათლებლო აქცენტები გაკეთდა შემდეგზე:

ISATCOVE: A framework for Vocational Excellence — პროფესიული სრულყოფის ევროპული ჩარჩო, რომელსაც უძღვებოდა დორიანა მონტელეონე – ადამიანური კაპიტალის განვითარების სტატისტიკოსი, European Training Foundation (ETF)

SCAFFOLD in Action – სასწავლო პროცესში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკული სესიები, რომლებიც პედაგოგებს ეხმარება ინოვაციური და თანამშრომლობითი მიდგომების დანერგვაში, რომელსაც უძღვებოდა ოლენა ბედხი – ინოვაციური სწავლების და სწავლის გუნდის ლიდერი, European Training Foundation (ETF)

ვიზიტის ფარგლებში პროგრამის შემადგელობაში შედიოდა, აგრეთვე:
• ევროპის პროფესიული განათლების სისტემის მიმოხილვა;
• DigCompEdu – პედაგოგების ციფრული კომპეტენციების შეფასებისა და განვითარების ევროპული ჩარჩო;
• SELFIEforTEACHERS – პედაგოგების მიერ საკუთარი ციფრული უნარების შეფასების ინსტრუმენტი;
• ინოვაციური სწავლების ცენტრში ვიზიტს და გამოცდილების გაზიარებას - Technicity Brussels;
აღნიშნული გამოცდილება და ცოდნა მეტად შეუწყობს ხელს კოლეჯის განვითარებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

