მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისათვის
(საექთნო განათლება, ფარმაცია, აღმზრდელი)
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის ტესტირების ჩატარების თარიღები შემდეგნაირად განისაზღვრა:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) – 6 სექტემბერი
დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც უნდა ნახოთ საიტზე vet.emis.ge
ასევე, გაცნობებთ, რომ 5 სექტემბერს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. საცდელი ტესტირების გავლა ნებაყოფლობითია.
მოტივაციური გასაუბრება
მესამე და მეოთხე პროფეიული პროგრამებისათვის
8, 9 და 10 სექტემბერს კოლეჯში ჩატარდება სამოტივაციო გასაუბრება პროფესიულ პროგრამაზე: ინფორმაციის ტექნოლოგია (ქ. თბილისი)
10 სექტემბერს კი შემდეგ პროგრამებზე:
საფინანსო სერვისები (ქ. თბილისი)
საოფისე საქმე (ქ. თელავი)
საოფისე საქმე – ინტეგრირებული (ქ. თბილისი)
სამოტივაციო გასაუბრების ზუსტ დროს შეგატყობინებთ სმს-ის და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ასახული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომელიც უნდა ნახოთ საიტზე vet.emis.ge.
საკონტაქტო ნომერი: 568402020; 599143672